
2025 წლის 17-21 მარტს, „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხუან ანტონიო ბუენდია სანჩესი იმყოფებოდა.
ასოცირენულმა პროფესორმა ხუან ანტონიო ბუენდია სანჩესმა ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა ევროკავშირის სამართლის, ევროპარლამენტის, ევროპული სააგენტოებისა და რეგიონების კომიტეტების (CoR) შესახებ.
ხუან ანტონიო ბუენდია სანჩესი ასვე ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.