სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსი

სურათი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

მიმღები უნივერსიტეტებისა და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხ. დანართი 1-ში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა, კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის);
  • ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
  • სტუდენტს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით);
  •  სტუდენტს, რომელსაც არ უსარგებლია აღნიშნული გრანტით.

 წარმოსადგენი  საბუთები:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
  • აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ან/და დეკანის მოადგილის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი -  სააპლიკაციო დოკუმენტების  მიღება.

საბუთების წარმოდგენა - 2025 წლის 25 მარტი - 10 აპრილი (13:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების შესაბამისი დონე (უცხო ენაში ტესტირების შესაბამისი დონე (მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, B1/B2);

წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთი ფაილის სახით (ZIP).

 

ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში  (მინიმალური კომპეტენციის ზღვარია  71 ქულა) -  2025 წლის 11 აპრილი.

სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან უცხო ენაში:

ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში;

მეორე ეტაპი -  გასაუბრება კომისიასთან - 2025  წლის   14 აპრილი;

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2
  სასწავლო პროგრამების კოდები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა