სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით ბსუ-ს პროფესორები ბულგარეთში იმყოფებოდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარინე აროშიძე და ასოცირებული პროფესორი ქეთევან სვანიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 18-22 ნოემბერს ბულგარეთის  ქალაქ ბლაგოევგრადის ნეოფიტ რილსკის სახელობის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

მარინე აროშიძემ და ქეთევან სვანიძემ  აღნიშნული კვირის განმავლობაში ჩატარეს სალექციო მეცადინეობები კულტურათაშორის კომუნიკაციასა და ლინგვოკულტუროლოგიაში ნეოფიტ რილსკის სახელობის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა მარინე აროშიძემ  ბულგარულ ენაზე წარადგინა ეთნოკულტურული ექსკურსი "ბულგარეთი ქართველების თვალით" (თანაავტორი თ. ფუტკარაძე), რომელმაც დამსწრე სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. განხილული იქნა ბულგარულ-ქართული ისტორიული, კულტურული და ენობრივი პარალელები.  

ვიზიტის ფარგლებში მარინე აროშიძე და ქეთევან სვანიძე შეხვდნენ  ბლაგოევგრადის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებს, დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსტიტეტში სლავური ფილოლოგიის პროგრამის განვითარებისა და უნივერსიტეტში ბულგარული ენისა და კულტურის შესწავლის ხელშემწყობი ღონისძიებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა