
17-21 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი მუსა ქავაში. მან სალექციო მეცადინეობები ჩაატარა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის თემაზე „კულტურა პომიდორში გენომის რედაქტირების მექანიზმები“.
ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს.