9 სექტემბერს, ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ბსუ-ს სტრატეგიული განვითრებისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამისა და „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის კონკურსების გამარჯვებულ ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მობილობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ბსუ ულოცავს სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.