აბრეშუმის გზის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმი, ლოჯისტიკა ტურიზმში, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, კრეატიული ინდუსტრია, არქეოლოგია, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საბუთები:
-
პირადობის მოწმობა/საერთაშორისო პასპორტი;
-
ბაკალავრის დიპლომი;
-
ფოტოსურათი 3x4;
-
СV;
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (IELTS-6, CEFR-B2, TOEFL Ibm-72);
უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის შემთხვევაში, უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა არ არის საჭირო;
-
ესე 1-1.5 გვერდი (,,Contributing to the development of tourism of the SCO countries”)
საჭირო საბუთები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:
https://admissions.univ-silkroad.uz/
გრანტი მოიცავს;
-
ყოველ სასწავლო წელს ორმხრივი ბილეთის ხარჯებს უზბეკეთში;
-
500 USD ყოველთვიურ სტიპენდიასა და 100 USD საცხოვრებლის ყოველთვიურ ხარჯს;
-
წელიწადში ორჯერ ექსკურსიის ხარჯებს უზბეკეთის უძველესი ქალაქების მოსანახულებლად, ერთი ექსკურსიის ხარჯი ფინანსდება 100 USD;
კონკურსის ეტაპები:
-
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 15.08.2024;
-
აპლიკანტებთან ონლაინ გასაუბრება 5.08.2024- 20.08.2024;
-
დამატებითი ტესტირება კომისიის მოთხოვნის შესაბამისად;
-
შედეგების გამოცხადება ერთი კვირის ვადაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერს:
+99890 270-25-28; +99893 665-09-55.