
10-15 ივნისს, „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში, გერმანის ფედერალური რესპუბლიკის ქალაქ მიუნსტერში მიწვეული იყვნენ ბსუ-ს ჰუნანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე და ასოცირებული პროფესორი ნელი ახვლედიანი. მიუნტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის პროფესორებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ბსუ-ს პროფესორები გაეცნენ სასწავლო პროცესის მართვის სპეციფიკასა და დიგიტალიზების პერსპექტივებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროგრამის ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხები და გერმანისტთა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 2024 წლის 1-2 ოქტომბერს გაიმართება მიუნსტერის უნივერსიტეტში ჰიბრიდულ ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში, მიუნსტერის უნივერსიტეტში მოხსენება წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ნელი ახვლედიანმა თემაზე: „გერმანული ენის შემსწავლელ ქართველთა ტიპური შეცდომები“.