
27-31 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ბესიკ ნარაკიძემ „ერასმუს+“-ის KA171 პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ჰელენიკის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტში (საბერძნეთი) გამართულ მე-11 საერთაშორისო კვირეულში. ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ასევე, ბსუ-ს პოპულარიზაცია და ახალი პარტნიორების მოძიება.