ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სვანიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 18-22 აპრილს პოლონეთის ქალაქ ვროცლავის უნივერსიტეტში მყოფებოდა.
ქეთევან სვანიძემ აღნიშნული კვირის განმავლობაში ჩატარა სალექციო მეცადინეობები კულტურათაშორის კომუნიკაციასა და ლინგვოკულტუროლოგიაში ვროცლავის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ქეთევან სვანიძე შეხვდა ვროცლავის უნივერსიტეტის სლავური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს, დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსტიტეტში სლავური ფილოლოგიის პროგრამის განვითარებისა და უნივერსიტეტში პოლონური ენისა და კულტურის შესწავლის ხელშემწყობი ღონისძიებები.