ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების დღე გაიმართა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარეს საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ჩამოსულმა უცხოელმა სტუდენტებმა და „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილე ბსუ-ს სტუდენტებმა. საერთაშორისო განათლების დღის ფარგლებში უცხოეთში განათლების მიღების მსურველები გაეცნენ წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებსა და სწავლების პირობებს. ღონიძიებაზე უცხოელ სტუდენტებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
საერთაშორისო განათლების დღე სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.