ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი ნინო დევაძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის და "საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში 2024 წლის 5-11 მაისს კორდობას უნივერსიტეტში (UCO) იმყოფებოდა. "საერთაშორისო კვირეულის" განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში და სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. ნინო დევაძემ ერთი კვირის განმავლობაში სემინარები ჩაატარა ტურიზმის მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე ტურიზმის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის.