სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ ნინო კონცელიძის ვიზიტი სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტში

სურათი

2024 წლის 27-31 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტი ნინო კონცელიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა რუმენეთში, სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში ნინო კონცელიძემ  სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები შემდეგ თემატიკაზე: საქართველოს ლურჯი ეკონომიკა: საზღვაო გადაზიდვების განვითარება, ეკონომიკური ზრდის ახალი თვისობრიობა: მწავენე ეკონომიკა, ინოვაციების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, სიღარიბის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების უთანაბრობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ასისტენტმა ნინო კონცელიძემ მონაწილეობა მიიღო მიმღები  უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ 21-ე საერთაშორისო კონფერენციაში „გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“, სადაც წარადგინა მოხსენება “განათლების გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების უთანაბრობაზე".

 ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა