2024 წლის 13 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე ერაზმუს+ მობილობის პროგრამით იმყოფებოდა პორტუგალიაში, ავეიროს უნივერსიტეტში.
გიორგი ქათამაძემ უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები.
ამავე პერიოდში გიორგი ქათამაძემ მონაწილეობა მიიღო Erasmus+ საერთაშორისო პროექტების განხილვაში სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ავეიროს უნივერსიტეტის საინფორმაციო ჟუნალში. იხ. ლინკი: https://www.ua.pt/en/news/11/86668
როგორც ავეიროს, ასევე სხვა უნივერსიტეტების აკადემიურმა პირებმა სურვილი და მზაობა გამოხატეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების ორგანიზების მიმართულებით.