ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2024-2025 სასწავლო წლისთვის.
უნივერსიტეტების და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ დანართი 1-ში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
-
ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის);
-
ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
-
სტუდენტს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით);
-
სტუდენტს, რომელსაც არ უსარგებლია აღნიშნული გრანტით.
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
-
აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება.
საბუთების წარმოდგენა - 2024 წლის 27 მაისი - 7 ივნისი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების შესაბამისი დონე (ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში B2 - 11 ივნისი
სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან უცხო ენაში:
1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში,
2. თუ უკვე გაიარა ტესტირება ინგლისურ ენაში (B2) მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში და გადალახა დადგენილი ბარიერი.
მეორე ეტაპი - კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2024 წლის 12 ივნისი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი 1 დანართი 2