ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის განმეორებით კონკურსს ანჟეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი).
მიმართულება - ტურიზმი, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესი;
ადგილების რაოდენობა - 1 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული;
მოთხოვნილი ენა - ინგლისური B2;
საკონტაქტო პირი - George CONRAD – KUTASHVILI - george.conrad@univ-angers.fr
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
· კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/ მოწვეული მასწავლებელი რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
· კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
· პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
· ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
· უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (იხილეთ დანართი 1);
· Europass CV (ინგლისურ ენაზე);
· კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
I ეტაპი
2024 წლის 01 მაისი - 13 მაისი (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლებისთვის ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ელ.ფოსტაზე info@bsu.edu.ge
II ეტაპი
გასაუბრება - 2024 წლის 15 მაისი.
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge