გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი PEERS პროექტის (პორტუგალია) ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა პორტუგალიის 3 უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. განაცხადები მიიღება ელექტრონულად მიმღებ უნივერსიტეტებში პირდაპირი წესით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულებზე:
Application Guide
ბმული 1 https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS.aspx
ბმული 2 https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS_documentos.aspx
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS - პროექტის შემდეგ მისამართზე https://inqueritos.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=224737 - 2024 წლის 31 მაისამდე.
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მიმღები უნივერსიტეტების მიერ.
შენიშვნა სტუდენტებისთვის:
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ!
ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) – 2024 წლის 24 მაისი, 11 მაისი.
ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე ბსუ-ს სტუდენტური პორტალის მეშვეობით არა უგვიანეს 22 მაისისა (15:00 საათი).
განცხადებაში რექტორის სახელზე ტესტირების გავლის თაობაზე მიუთითეთ ენის დონე და მოქმედი ელ-ფოსტა, ასევე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.
სტიპენდია მოიცავს:
1. თვიურ სტიპენდიას;
2. ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!
კონკურსის ეტაპები აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში პროექტის შემდეგ მისამართზე: https://inqueritos.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=224737&lang=pt
- 2024 წლის 31 მაისამდე.
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
სტიპენდია მოიცავს:
1. დღიურ ხარჯებს;
2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით: erasmus@bsu.edu.ge