სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ თომას ბლაშჩაკის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

8-12 აპრილს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიეტუვას ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის, პოლიტიკური მეცნიერებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თომას ბლაშჩაკი  იმყოფებოდა.  ასოცირებულმა პროფესორმა თომას ბლაშჩაკმა ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა ლიეტუვის თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, კონკრეტულად ლიეტუვისა და ბელორუსის ურთიერთობაზე.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თომას ბლაშჩაკი ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს  შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა