23 აპრილი 2026 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+"-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს 2024 – 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის განსახორციელებლად თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი) https://www.auth.gr/en/
ადგილების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით: აკადემიური -1; ადმინისტრაციული -1 .
სამუშაო ენა: ინგლისური B2
მიმართულება: ყველა მიმღებ უნივერსიტეტთან თანმხვედრი მიმართულება
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
-
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
-
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - ინგლისური ენა B2;
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე)
-
საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ აქ: https://eurep.auth.gr/en/coordinators/international
კონკურსის ეტაპები :
2024 წლის 12 აპრილიდან 29 აპრილამდე (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე info@bsu.edu.ge
გასაუბრება - 2024 წლის 30 აპრილი
სტიპენდია პერსონალისთვის
-
ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
-
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
საბოლოო შერჩევას ახორციელებს მიმღები უნივერსიტეტი!
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge