
ორდუს უნივერსიტეტისა (თურქეთი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) ორგანიზებით, ბათუმში გაიმართება საერთაშორისო კონგრესი ინტეგრირებული სოციალური კვლევისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით. კონგრესი ჩატარდება 2024 წლის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ბათუმში, სასტუმრო ბესტ ვესტერნ პრემიერში. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 მაისი.
მონაწილეები საქართველოდან თავისუფლდებიან რეგისტრაციის გადასახადისგან.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ მისამართს: https://isris.odu.edu.tr/