
მაქს ვებერის ფონდი საქართველოში აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად 2024 წლის მეორე ნახევრისთვის: მოკლევადიანი სტიპენდიები - გერმანიაში კვლევისთვის და სტიპენდიები - კონფერენციებში, ვორქშოფებსა და კოლოკვიუმებში მონაწილეობის მისაღებად. სამთვიანი სტიპენდიები მოიცავს კვლევას გერმანიის არქივებში, ბიბლიოთეკებსა და კვლევით დაწესებულებებში 2024 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 15 მაისი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://mwsgeorgia.hypotheses.org/fellowships#
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელფოსტაზე:
info@mws-georgia.org