ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ა. წ. 27-31 მაისს სუჩეავას უნივერსიტეტის (რუმინეთი) საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ Challenges and Opportunities for a Sustainable Development“ მონაწილეობის მისაღებად.
მიმართულება - ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (იხილეთ დანართი 1);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
I ეტაპი
2024 წლის 25 -28 მარტი (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
II ეტაპი
გასაუბრება - 2024 წლის 28 მარტი.
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge