ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი ეწვია. ბსუ-რექტორის მოადგილეებთან, თამარ სირაძესთნ, ანზორ ბერიძესთან და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსთან, მარინე გიორგაძესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იშიძუკა ჰიდეკმა ასევე წარმოადგინა იაპონიის სამთავრობო საგრანტო პროგრამები და სტიპენდიები. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება.