თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიტანულ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო Excellence School-ი ჩატარდა. ღონისძიების თემატიკა მოიცავდა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს: საპროექტო შეთავაზებების შემუშავება საგრანტო კონკურსებისათვის, საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკები და საკონკურსო პროექტების ფინანსური ასპექტები. საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობდნენ დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოს და საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
ღონისძიებაში ბსუ-დან ჩართული იყვნენ, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნუნუ ჯაფარიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სალომე კარალიძე და თარგმნისა და ინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრის სპეციალისტი თამთა ნაგერვაძე.