საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები UNESCO -ს 2024-2025 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2024 წლის 12 თებერვლამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:
1.პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
2.შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);
3.დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;
4.პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.
დეტალური ინფორმაცია და სახლიკაციო ფორმა იხილეთ მიბმულ ფაილებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4
საკონტაქტო ინფორმაცია: unesco@mfa.gov.ge; 2945000 (1912)
დანართი 1 დანართი 2