27-28 იანვარს ბსუ-ს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი საერთაშორისო საგრანტო პროექტების ფინანსური მართვისა და მონიტორინგის საკითხებზე. ტრენინგზე განიხილეს საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის შედგენის პრინციპები და მოთხოვნები.
ტრენინგი ჩაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის საერთაშორისო პროექტების ფინანსურმა მენეჯერმა მანანა სალუქვაძემ.