სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონკურსი ვროცლავის უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ვროცლავის უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის (ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).

კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
  • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან). 

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი  ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2023 წლის 20 ნოემბრიდან 05 დეკემბრამდე (15:00 საათამდე)

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php   და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ინგლისური ენის B2 დონის ტესტირებაში მონაწილეობის შესახებ და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

2023 წლის  08 დეკემბერი, 11 საათი -  ტესტირება ინგლისურ  ენაში B2 (ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი)

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს ინგლისურ ენაში:

მეორე ეტაპი

2023 წლის 12 დეკემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის  ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

2023 წლის 2023 წლის 20 ნოემბრიდან 05 დეკემბრამდე (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https: //registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე: chancellery@bsu.edu.ge

გასაუბრება - 2023 წლის 12 დეკემბერი

სტიპენდია პერსონალისთვის

  • ითვალისწინებს  მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
  • არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 

 

  დანართი1
  დანართი2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა