სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი მიუნსტერის უნივერსიტეტში

სურათი

ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მიუნსტერის უნივერსიტეტში https://www.uni-muenster.de/en /    (გერმანია).

მიმართულება:

გერმანული ფილოლოგია

ადგილების რაოდენობა (2)

გერმანული ენის დონე მინიმუმ (B1)

მობილობის პერიოდია  2024 წლის აპრილი-ივლისი.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • ბაკალავრიატის საფეხურის I, II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ,,ერაზმუს მუნდუსის“/,,ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საბუთები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • CV;
  • მოტივაციის წერილი;
  • ნიშნების ფურცელი;
  • არსებობის შემთხვევაში, გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მინიმუმ B1.

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:

2023 წლის 17  ნოემბრამდე (12:00 საათამდე)

დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php    და  ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა,  ტესტირების სასურველი ენა და დონე (გერმანული B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

2023 წლის  17 ნოემბერი, 16:00 საათი -  ტესტირება გერმანულ  ენაში.

იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს გერმანულ ენაში:

მეორე ეტაპი

2023 წლის 20 ნოემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან

სტიპენდია მოიცავს:

  • უფასო სწავლას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის  ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებგვერდისა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა