სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სემინარი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის საკითხებზე

სურათი

2-3 ნოემბერს, თბილისში ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), გერმანიის რექტორთა კონფერენციისა (HRK) და EU4Dialogue-ის ორგანიზებით  სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 15 უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ცნობილმა ექსპერტებმა    გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, უნგრეთიდან საინტერესო და აქტუალური მოხსენებები წაიკითხეს სწავლა/სწავლების, კვლევის პროცესების ინტერნაციონალიზაციის, ამ მიმართულებით სტრატეგიული დაგეგმვის შემუშავების პრინციპების, ენის პოლიტიკის შესახებ. მოხსენებებს ცვლიდა საინტერესო დისკუსიები და ინტერაქტიული სესიები. სემინარს ესწრებოდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარინე გიორგაძე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა