ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების წარდგენა გაიმართა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა საუნივერსიტეტო მიმართულებით და კამპუს ფრანსის ხელმძღვანელმა ნათია მსახალაძემ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემა, გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ნათია მსხალაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.