ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის სხვადსხვა უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის (ინფორმაცია იხილეთ დანართებში 1, 3, 4).
კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:
-
სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
-
ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
-
მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
-
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
-
არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
-
ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
-
კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
-
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
-
მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
-
სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან.
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2023 წლის 13 ოქტომბრიდან 08 ნოემბრამდე (15:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე (ინგლისური B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
2023 წლის 10 ნოემბერი - ტესტირება უცხო ენაში
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს ინგლისურ ენაში:
მეორე ეტაპი
2023 წლის 13 ნოემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
სტიპენდია მოიცავს:
-
უფასო სწავლას;
-
თვიურ სტიპენდიას;
-
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
-
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
-
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
-
პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
-
ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
-
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
2023 წლის 13 ოქტომბრიდან 08 ნოემბრამდე (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე info@bsu.edu.ge
გასაუბრება - 2023 წლის 14 ნოემბერი
სტიპენდია პერსონალისთვის
-
ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
-
არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი1 დანართი2 დანართი3 დანართი 4