ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. უნივერსიტეტების და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ (დანართში 1, დანართში 3). გრანტების რაოდენობა - 8.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
-
ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა);
-
ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
-
კანდიდატს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
-
პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
-
აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
-
Europass CV (ინგლისურ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
-
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
-
სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
-
ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-
სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
კონკურსის ეტაპები:
პირველი ეტაპი - სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება.
საბუთების წარმოდგენა - 2023 წლის 13 ოქტომბერი - 08 ნოემბერი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების შესაბამისი დონე (ინგლისური B1/B2, ფრანგული B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში B1/B2 - 10 ნოემბერი.
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
მეორე ეტაპი - კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2023 წლის 13 ნოემბერი.
მესამე ეტაპი -კანდიდატთა შერჩევა/ნომინირება, გრანტის მიღების მიზნით სამინისტროსთვის წარდგენა და სამინისტროს მიერ გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულების გაფორმება- არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა.
დანართი1 დანართი2 დანართი3