
2-6 ოქტომბერს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვროცლავის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი დოროტა დრუზილოვსკა იმყოფებოდა. ასისტენტ პროფესორმა დოროტა დრუზილოვსკამ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სლავური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექციები.
ვიზიტის ფარგლებში დოროტა დრუზილოვსკა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.