სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს ჩინეთის სჩუანის პროვინციის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის სჩუანის პროვინციის დელეგაცია განათლების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის, ფუ მინგის, სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტის ნავთობის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, ჭანგ ჭის და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დაი ლეის შემადგენლობით. დელეგაციის წევრები ბსუ-ს რექტორის მოადგილეს, თამარ სირაძეს, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ მარინე გიორგაძეს, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გაიოზ ფარცხალძესა და ბსუ-ს ჩინური ენის ლექტორს, დავით ანდღულაძეს შეხვდნენ. სტუმრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება.

სჩუანის სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტი 1958 წელს დაარსდა და ფოკუსირებული იყო საინჟინო მიმართულებაზე, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის ინჟინერიაზე. დღეს ის მულტიდისციპლინური უნივერსიტეტია, 15 ფაკულტეტით, 124  საბაკალავრო პროგრამით (საინჟინრო, მენეჯმენტი, სამართალი, ლიტერატურა, განათლება, ეკონომიკა და სხვ.), ასევე სამაგისტრო (112) და სადოქტორო (34) პროგრამებით. აქვს საერთაშორისო ურთიერთობები და ერთობლივი პროგრამები.

უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებაა ქვეყანაში სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესისა და რანჟირების მიხედვით,  აერთიანებს 304 სამეცნიერო-კვლევით ბაზას (პლატფორმას).

სჩუანი ჩინეთის ერთერთი უდიდესი და მნიშვნელოვანი პროვინციაა, 91 მლნ მოსახლეობით, სადაც 147 უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, 3 მლნ-მდე სტუდენტით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა