საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა თათა თოდრიამ ბსუ-ს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები) ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ. მომხსენებელმა დამსწრეთ დეტალურად გააცნო მიმდინარე კონკურსების მოთხოვნები და პროცედურები, განაცხადების წარდგენის დეტალები. თათა თოდრიამ ისაუბრა ფულბრაიტის საგრანტო კონკურსებზე მკვლევრებისთვის, ლექტორებისა და პროფესორებისთვის (ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამა მკვლევართათვის-2024-2025); ასევე ფულბრაიტის სამაგისტრო გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე (I,II,III კურსების სტუდენტებისთვის) – UGRAD; ამერიკის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა -Alumni-საგრანტო კონკურსებზე და სხვ.
აშშ-ის საელჩო, კონკურსების საფუძველზე, ყოველწლიურად ორასზე მეტ ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს აგზავნის ამერიკაში საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებით.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ამერიკის კვლევები, ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, ბიბლიოთეკის მეცნიერება, მათემატიკა, სამედიცინო მეცნიერებები, ფიზიკა, პოლიტოლოგია, ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა, საზოგადოებრივი/გლობალური ჯანფდაცვა, სოციალური სამუშაო, სოციოლოგია, ინგლისურის როგორც უცხო ენის სწავლება, თეატრი, ურბანული დაგეგმარება და სხვ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართ და მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.