
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს (თურქეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბსუ-ს თურქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 7 სტუდენტი მონაწილეობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ თურქული ენის საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლა 7 აგვისტოს დაიწყო და გაგრძელდება 20 დღის განმავლობაში. საზაფხულო სკოლა სტუდენტებს სთავაზობს თურქული ენის გაკვეთილებს, სხვადასხვა აქტივობას, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს.