სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

„Erasmus+”-ის აკადემიური მობილობა ბუქარესტის უნივერსიტეტში

სურათი

21-28 ივლისს, ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი თამარ მაჭუტაძე ERASMUS + აკადემიური მობილობის ფარგლებში ბუქარესტის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფილოლოგიის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სალექციო კურსები, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის - კატალინ კონსტანტინის ორგანიზებით გაიმართა ბუქარესტის მუნიციპალურ მუზეუმში, სადაც თამარ მაჭუტაძემ გააკეთა მოხსენება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩის მრჩეველი რუმინეთში ბატონი დავით ჩაჩავა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ფრანკოფონიული საუნივერსიტეტოს სააგენტოს დირექტორი მუჰამედ კეტატა და პროექტების მენეჯერი ნადია ტონდუ, ასევე ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა