
1-5 მაისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიალისტოკის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ჰალინა სიეროჩკა იმყოფებოდა. პროფესორმა ჰალინა სიეროჩკამ ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდებტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექციები შემდეგ თემებზე:
-
სისხლის სამართლის ლექსიკის შესავალი
-
სამოქალაქო სამართლის ლექსიკის შესავალი
-
მმართველობის სისტემები
-
იურიდიული პროფესიონალები ევროკავშირში
ვიზიტის ფარგლებში ჰალინა სიეროჩკა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის სინქრონული თარგმანის ლაბორატორიისა და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.