სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბიალისტოკის უნივერსიტეტის, პოლონეთი წარმომადგენლების ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

29 მაისს - 2 ივნისს  „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ბიალისტოკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ანა ფისშჩი და სამართლის ფაკულტეტის დოქტორი მაგდალენა კნაპი იმყოფებოდნენ.

პროფესორმა ანა ფისშჩიმ ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე - კონკურენციის სამართალი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა (ევროკავშირისა და პოლონეთის მაგალითი) ხოლო დოქტორმა მაგდალენა კნაპიმ იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ინტელექტუალური საკუთრება ევროკავშირსა და პოლონეთში; 

ვიზიტის ფარგლებში  წარმომადგენლები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა