
5-9 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და მედია კვლევების პროფესორი იმყოფებოდა. პროფესორმა მიხაილ ჯაკუინსკიმ ბსუ-ს იურიდიულ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე : სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, პოლონეთის მაგალითი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორის მიხაილ ჯაკუინსკიმ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.