
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნუნუ ჯაფარიძემ, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მიკოლას რომერის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. 19-23 ივნისს, მიკოლას რომერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვირეული მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ნუნუ ჯაფარიძე შეხვდა როგორც მიკოლას რომერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე უცხოელ კოლეგებს და გააცნო ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება.
ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტთან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო 11 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელმა.