სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი კოიმბრის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში

სურათი

19-23 ივნისს ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინე გიორგაძემ, უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ და მთავარმა სპეციალისტმა ლელა თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღეს კოიმბრის პოლიტექნიკური ინსტიტუტის  მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის საკითხებისადმი მიძღვნილ ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს (ბსუ, გაუ, თესაუ), კანადის, ყაზახეთის, მოლდოვისა და იორდანიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი, პროფ. მარია ჟოაო კარდოსო და საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის თანამშრომელი კატარინა მარკესი.

ტრენინგის მონაწილეები  სამუშაო კვირის განმავლობაში დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის სტრუქტურას, ფაკულტეტებს, სასწავლო პროგრამებს, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს. კოიმბრის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აერთიანებს ტექნიკურ, ჰუმანიტარულ, სოციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

კოიმბრის პოლიტექნიკური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია (2019-2022 წწ), ხელშეკრულების ფარგლებში, ახორციელებს გაცვლით პროგრამებს ბსუ-თან; ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა  იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მხარეთა შეთანხმებით, გაცვლითი პროგრამები ბსუ-თან  2023-2027 წლებშიც გაგრძელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა