
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, საერთაშორისო პროგრამების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა ბსუ-ს ფაკულტეტები მოინახულეს, გაეცნენ საგანმანთლებლო პროგრამებს და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებს. ასევე დაათვალიერებინეს ფაკულტეტების ბაზაზე არსებული კლინიკა-ლაბორატორიები და ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თარგმნისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.