
8-12 აპრილს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო სვანიძე „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აკადემიური მობილობით კროსნოს კარპატების სახელმწიფო კოლეჯში (პოლონეთი) იმყოფებოდა. ნინო სვანიძემ „სადაზღვევო მათემატიკაში“ მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლექციათა კურსი წაიკითხა.