8-12 მაისს „ერაზმუს+“-ის PEERS-ის გაცვლითი პროგრამის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე იმყოფებოდა ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია). ჟუჟუნა გუმბარიძემ ჩაატარა ლექციები ჰუმანიტარული მეცნიერებების თარგმანცმოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისათვის თემებზე: „ქართული სინამდვილე პოსტკოლონიურ პერიოდში", „თარგმანში დაკარგული ეროვნულ-კულტურული იდენტობა", „საბჭოთა რეპრესიები და ჯინსების თაობა" და „კაცია ადამიანი?" - მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა".
პორტუგალიელმა სტუდენტებმა ჯერ თარგმნეს ამონარიდები ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან, ხოლო შემდეგ მოირგეს ლუარსაბისა და დარეჯანის როლები და პორტუგალიურ ენაზე დადგეს მცირე სცენები მოთხრობიდან. წარმოდგენილმა თემებმა გამოიწვია დიდი ინტერესი საქართველოს და ქართველი ერის, მისი კულტურული იდენტობისა და ღირებულებების მიმართ პორტუგალიელ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.