22-26 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მარინე გიორგაძემ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, საარბრიუკენის საარლანდის უნივერსიტეტში გამართულ ,,ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კვირეულში. ღონისძიების მიზანი იყო უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური და სხვა სახის თანმშრომლობის გაღრმავება, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის (ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, საქართველო) 30-მდე წარმომადგენელი.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია სტრასბურგში, ევროპარლამენტში. კვირეულის მონაწილეები გაეცნენ ევროპარლამენტის სტრუქტურებსა და მუშაობის პრინციპებს.