სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს მოწვეული ლექტორის, ირმა გაბინაშვილის ვიზიტი შჩეცინის უნივერსიტეტში

სურათი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის აკადემიური მობილობის ფარგლებში, ბსუ-ს ლექტორი  ირმა გაბინაშვილი  პოლონეთში,  შჩეცინის უნივერსიტეტის  სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის  პოლიტოლოგიის გამოწვევების და კვლევების  ინსტიტუტში  იმყოფებოდა. ირმა გაბინაშვილმა ლექციები ჩაატარა საჯარო დაწესებულებების მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის II და V და კურსის სტუდენტებისთვის თემებზე: „საჯარო პოლიტიკა - სტრატეგიული დაგეგმვა“  და  „სტრატეგიული   საკომუნიკაციო  ინსტრუმენტები  ხელისუფლების ეფექტიანობის გაუმჯობესების პროცესში“.  სალექციო შეხვედრებს   შჩეცინის უნივერსიტეტის  სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი   მაჩეი დჟონეკი მასპინძლობდა.

სასწავლო კურსით დაგეგმილი ლექციების გარდა, ირმა გაბინაშვილმა შჩეცინის უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ შორის „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს, აკადემიურ პერსონალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინა და უნივერსიტეტის  საინფორმაციო, საიმიჯო მასალები და   ქართული სუვენირები  გადასცა

ირმა გაბინაშვილი შჩეცინის  უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების   ოფისის უფროსის მოადგილე  მალგოჟატა კოპალსკას,  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   „ერაზმუს+“-ის კოორდინატორ  მათეუს სმოლაგასა და ამავე ფაკულტეტის პოლიტოლოგიისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მმართველი გუნდის წევრს,  რექტორის წარმომადგენელს, მიხაი შედჟიაკო  შეხვდა. შეხვედრების დასასრულს, შჩეცინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის რექტორის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილს საერთაშორისო აკადემიური მობილობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა