„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 4-8 ივლისს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები შოთა როდინაძე და ქეთევან სვანიძე ადმინისტრაციული მობილობით იმყოფებოდნენ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, პოლონეთში. დელეგაციის წევრები გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს. ვიზიტის ფარგლებში შოთა როდინაძე და ქეთევან სვანიძე შეხვდნენ დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღეს პოლონური ენის შემსწავლელი მასტერკლასში.