31 მაისს-6 ივნისს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიედრე კასიენე იმყოფებოდა. ასოცირებულმა პროფესორმა გიედრე კასიენემ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემებზე: გარემოს ბიოინდიკატორები, ბიოგეოქიმიური ციკლი დ გარემოს ეკოლოგია.
ვიზიტის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა გიედრე კასიენემ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ლექტორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემეცნებით ეკოტურში მაჭახელას ეროვნულ პარკში, რომელიც ჩატარდა 5 ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
ასოცირებული პროფესორი გიედრე კასიენე ასევე შეხვდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.