
ფულბრაიტის გაცლითი პროგრამის წარმომადგენელმა ფილიპ პურიფოიმ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ადრეული ამერიკა: ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ისტორიული კონტექსტი“. მომხსენებლი სტუდენტებს ესაუბრა ამერიკულ რევოლუციაზე, კონსტიტუციის შექმნასა და ადამიანის უფლებებზე. ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში წარიმართა და ფილიპ პურიფოიმ სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. ფილიპ პურიფოი სტაჟირებას გადის ბსუ-ს საერთაშორისო განათლების ცენტრში. საჯარო ლექცია ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.