ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის კვირეული გაიმართება.
კვირეულის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
-
7 მაისი, 15:00 საათი
სტუდენტთა ინტელექტუალური ტურნირი "რა, სად, როდის?" თემაზე "ევროპა და ევროკავშირი", #55 აუდიტორია, კოორდინატორი გ. მასალკინი;
7 მაისი 17:00 საათი
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბსუ-ს კინოკლუბში: პირველი საჯარო სკოლის კინოკლუბი, მასტერკლასის ლიტერატურული კლუბი. ეტორე სკოლას „მეჯლისი“-ს ჩვენება და განხილვა, დასწრება თავისუფალია;
#55 აუდიტორია;
-
8 მაისი, 15 : 00 საათი
შეხვედრა თემაზე "ჩემი ევროპული უნივერსიტეტი"
შეხვედრა ბსუ-ს "ერაზმუს+"-სა/სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებთან, ამჟამად ევროპაში სასწავლებლად მყოფ სტუდენტებთან (ონლაინ რეჟიმში), ასევე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის "ერაზმუს+" კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან.
აუდ. #32 აუდიტორია;
-
11 მაისი, 12:00 საათი
წიგნის პრეზენტაცია: ლ. ბაჟუნაიშვილი, ი. გორგილაძე, ,,ევროპული ერთობა, იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია";
-
11-14 მაისი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d'enseignement du journalisme - CUEJ) სტუდენტები და პროფესორები ეწვევიან (5 პროფესორი და 15 სტუდენტი). „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სპეციალობის სტუდენტები უცხოელ კოლეგებთან ერთობლივად წერილობით და აუდიოვიზუალურ არაერთ ჟურნალისტურ მასალას მოამზადებენ. ფრანგულ-ქართული ჯგუფები, რომლებიც სტუდენტებით იქნება დაკომპლექტებული, შედეგების ამსახველ ერთობლივ კრებულს შექმნიან, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მომზადებულ სიუჟეტებს მოიცავს. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი ფრანგული ტელევიზიით გააშუქონ.
-
15-19 მაისი, ბსუ-ს IV საერთაშორისო კვირეული
ა.წ. 15-19 მაისს დაგეგმილია ბსუ-ს IV საერთაშორისო კვირეულის ჩატარება ერაზმუს+ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. კვირეული მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ახალი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების, პროექტების დაგეგმვას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. 5 დღის განმავლობაში დაგეგმილია, როგორც სასწავლო და ტრენინგის აქტივობები, ასევე კულტურული ღონისძიებები. კვირეულში მიიღებს მონაწილეობას 5 ევროპული უნივერსიტეტის 10 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც შესთავაზებენ ლექციების კურსს ბსუ-ს სტუდენტებს, ასევე, უცხოელი პარტნიორი საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგებს გაცვლითი პროგრამების ეფექტურად მართვის თაობაზე და გაუზიარებენ თავის გამოცდილებას ბსუ-ს კოლეგებს.
-
19 მაისი, 11:00 საათი, საჯარო ლექცია "ევროპის დღე"
19 მაისს ჩატარდება საჯარო ლექცია "ევროპის დღე", მომხსენებელი გიორგი ჩიტაძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ-აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე (თემები: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები; ასოცირების შეთანხმება, მათ შორის- DCFTA კომპონენტი, ასევე პროგრამები და სხვა შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის.
#55 აუდიტორია;